საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სურათები [2]
ვიდეოები [2]
სიახლეები [6]
სხვა... [4]

მინი-ჩეთი

ჯგუფი პომადა❤

SHARE ♥

შესვლის ფორმა

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 29 » ))♥
18:04
))♥

მსახიობი სალიტა ჩუბინიძე ახალი წლის დღესასწაულს განსხვავებულ გარემოში შეხვდება. დატვირთული დღის რეჟიმის გამო, საახალწლო სამზადისი ჯერ არ დაუწყია: მართალია, ფილარმონიაში "კომედი ჯგუფის"კონცერტები დასრულდა, მაგრამ "თქვენი შოუს" ჩაწერა ჯერ კიდევ გრძელდება...

- საახალწლო სამზადისს როდის იწყებ ხოლმე?
- ეს დღესასწაული ძალიან მიყვარს და რა გასაკვირია, რომ საახალწლო სამზადისს ყოველთვის დეკემბრის დადგომისთანავე ვიწყებდი, მაგრამ წელს საამისოდ ჯერჯერობით ვერ მოვიცალე.

- შენს საახალწლო სამზადისში რა იგულისხმება?
- საახალწლო სამოსს, სახლისა და ნაძვის ხისთვის აქსესუარებს ვარჩევ. ჩემი და დიზაინერია და ნაძვის ხეს ერთად ვრთავთ ხოლმე. საახალწლო სუფრისთვის კერძებს დედასა და დასთან ერთად ვამზადებ...

- ყველაზე კარგად რომელ კერძს ამზადებ?
- ძირითადად - სალათებს და პიცას. ოჯახში პიცა ძალიან გვიყვარს და ხშირად ვამზადებთ.

- გოზინაყის მომზადება თუ იცი?
- როგორ არა! ამბობენ, - გოზინაყის მომზადებისას მხოლოდ საკუთარ სურვილზე უნდა იფიქრო და იმ წელს აუცილებლად აგიხდებაო. ჰოდა, დედა მეუბნება, - გოზინაყი შენ მოამზადეო. მართალია, სურვილის ახდენის ეს მეთოდი არ ამართლებს, მაგრამ დადებითი ემოციით, იმედით მავსებს.

- სურვილების ახდენის სხვა, უფრო ეფექტიანი მეთოდი არ იცი?
- ოჯახში ასეთი ტრადიცია გვაქვს: 12 საათის შესრულებამდე სუფრასთან ვიკრიბებით, პატარა ფურცლებზე სურვილებს ვწერთ და ვყლაპავთ, შემდეგ სადღეგრძელოს ვამბობთ, შამპანურს ვსვამთ.... სურვილების ახდენის ამ მეთოდზე დედამ სადღაც წაიკითხა და გვითხრა: აუცილებლად განვახორციელოთო. იმდენი ვქენით, მამაც გავაბრიყვეთ, არადა, სერიოზული კაცია - ყოფილი პროკურორი გახლავთ...

- დიდი ხანია, რაც შენს ოჯახში ასეთი ტრადიციაა?
- 8 წელია.

- ამართლებს?
- აბა, რა! სურვილები რომ გვიხდება, ასე იმიტომ ვიქცევით, თორემ ფურცლის ყლაპვა სასიამოვნო ნამდვილად არაა (იცინის).

- ახალი წლის დღესასწაულს სად ხვდები?
- ყოველთვის საჩხერეში, ჩემს ოჯახში ვხვდებოდი, მაგრამ წელს ამას ვერ მოვახერხებ, რის გამოც, ცოტა არ იყოს, გული მწყდება...

- როგორ ხვდებიან ახალ წელს საჩხერეში?
- მგონი, ამ დღისთვის იქ უფრო მეტად ემზადებიან, ვიდრე - თბილისში. თან, საჩხერეში პატარა სამეზობლო წრეა, უფრო "შეკრულები"ვართ, ახალი წლის დადგომას ერთად ვზეიმობთ... მოკლედ, იქ უფრო კარგია!

- წინასაახალწლო განწყობილება საჩხერის ქუჩებში თუ იგრძნობა?
- რასაკვირველია, იქ ქუჩებსაც ალამაზებენ!

- ოდესმე ვინმეს მეკვლე თუ ყოფილხარ?
- ბავშვობიდან მთელი სამეზობლოს მეკვლე ვიყავი, რადგან "კარგი ფეხი"მაქვს. წელს არ ვიცი, ვისი მეკვლე ვიქნები - როგორც აღვნიშნე, საცხოვრებელი გარემო შემეცვალა.

- ყოფილა შემთხვევა, როცა ახალი წლის დღესასწაულს შინ არ შეხვედრიხარ?
- კი, ერთხელ მეგობრებმა კარნავალი მოვაწყვეთ და ახალ წელს ერთად შევხვდით.

- აღნიშნე, - ახალი წლის დღესასწაულისთვის სამოსს ვარჩევ ხოლმეო. იცი, წელს რომელი ფერებია მოდური?
- არა. ისიც არ ვიცოდი, დრაკონის წელი თუ მოდიოდა, მაგრამ მაღაზიებში პატარა სათამაშო დრაკონები რომ მომრავლდა, ამით მივხვდი. აუცილებლად გავიგებ, 2012 წელს რომელი ფერები იქნება აქტუალური და სამოსის შერჩევისას გავითვალისწინებ.

- ძველით ახალ წელსაც ისეთივე სიხარულით აღნიშნავ, როგორც - პირველ იანვარს?
- კი. ვიცი, დედაქალაქში ძველით ახალ წელს ნაკლებად დღესასწაულობენ, საჩხერეში კი პირიქით - 14 იანვარს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

- მშობლებს გული არ სწყდებათ, ახალ წელს მათთან ერთად რომ ვერ შეხვდები?
- კი, მაგრამ საპატიო მიზეზი მაქვს. წელს ჩვენს ოჯახში ხალხმრავლობაა: იქ მშობლები, ჩემი და და მისი 2 შვილი არიან. ესპანეთიდან ჩემი ძმა და რძალიც ჩამოვიდნენ, შვილთან ერთად... ახალ წელს საკუთარ ოჯახში ყოფნა ძალიან მინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ მოვახერხებ... შემთხვევით ვისარგებლებ და მთელ საქართველოს მივულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს! ყველას სიკეთეს, სიხარულს, სიყვარულს, სურვილების ახდენას ვუსურვებ!..
კატეგორია: სხვა... | ნანახია: 1161 | დაამატა: -გვანცა♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მინი პროფილი
ხუთშაბათი
02.05.2024
06:35

შემოხვედით როგორც: სტუმარი
IP მისამართი: 18.119.172.146
ჯგუფი: სტუმრები
პირადი შეტყობინება:



რომელი??
თქვენი შოუდან ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 3848

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz