საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სურათები [2]
ვიდეოები [2]
სიახლეები [6]
სხვა... [4]

მინი-ჩეთი

ჯგუფი პომადა❤

SHARE ♥

შესვლის ფორმა

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 17 » გიორგი აფციაურმა და სალიტამ მალულად იქორწინეს
10:59
გიორგი აფციაურმა და სალიტამ მალულად იქორწინეს
"სარკე" ახლახან ლამის მახარობლად იქცა – "კომედი შოუს" მსახიობებს მათი კოლეგების, გიორგი აფციაურისა და სალიტა ჩუბინიძის დაქორწინების ამბავი ჩვენ ვაუწყეთ. ამან ყველა გააოცა, აღმოჩნდა, რომ არაფერი იცოდნენ. მეგობრების რეაქციამ დაგვაეჭვა და ინფორმაცია გიორგისთან და სალიტასთან გადავამოწმეთ. ჩვენგან მილოცვები ორივემ მიიღო, დაგვიდასტურეს, რომ 12 აგვისტოს იქორწინეს და ბედნიერები არიან. ერთობლივ ინტერვიუს სექტემბრისთვის დაგვპირდნენ, მანამდე კი დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს. თუ როგორი რეაქციები ჰქონდათ მათ მეგობრებს, ამას მათივე კომენტარებით მიხვდებით. 

ალეკო მალხაზიშვილი, "კომედი შოუს" წევრი: 
– მართლა დაქორწინდნენ? მათთვის მსგავსი რამ არასდროს შემიმჩნევია. ახლა უკვე ვხვდები, ერთად რატომაც მიჰყავდათ გადაცემა. გიორგის გადავურეკავ და გავარკვევ, რაღაც სარეკლამო ტრიუკი ხომ არ არის. გიორგის ასეთი რამეები უყვარს ხოლმე. 
15 წუთის შემდეგ ალეკო მალხაზიშვილს ისევ დავურეკეთ. 
ალეკო მალხაზიშვილი: 
– მე ხომ ფარული კამერის მოყვარული ვარ და ფარული გრძნობაც ძალიან კარგია. არასოდეს მიფიქრია, რომ მათ შორის რამე ხდებოდა. ვულოცავ მათ დაოჯახებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ! ბავშვი რომ ეყოლებათ, იმედია, არ დამიმალავენ. 
ამ ინფორმაციამ ვასო ფხაკაძეც გააოცა: 
– ამ ამბავს "სარკისგან" არ უნდა ვიგებდე! ვულოცავ მათ დაქორწინებას. ახლახან დავბრუნდი თბილისში და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ძალიან გამიხარდა მათი ერთად ყოფნა. 
ვანო გუმბერიძე, "თქვენი შოუს" ერთ–ერთი მონაწილე: 
– მათ პირადად უკვე მივულოცე და თქვენი ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთხელ ვულოცავ. ორივე ძალიან მიყვარს და ვაფასებ, ჩემი მეგობრები არიან. გამიხარდა, ცხოვრება ერთმანეთს რომ დაუკავშირეს. ბედნიერებას ვუსურვებ! აქამდე მათი რომანის შესახებ არაფერი ვიცოდი. სხვამ ვინ რა იცოდა, ვერ გეტყვით. 
– ვერ ატყობდით, რომ ერთმანეთი უყვარდათ? 
– ეს უკვე სხვა თემაა... მათი შეუღლება ჩემთვის სიურპრიზი იყო.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1233 | დაამატა: kusa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მინი პროფილი
ხუთშაბათი
02.05.2024
09:28

შემოხვედით როგორც: სტუმარი
IP მისამართი: 3.134.78.106
ჯგუფი: სტუმრები
პირადი შეტყობინება:



რომელი??
თქვენი შოუდან ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 3848

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz