საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სურათები [2]
ვიდეოები [2]
სიახლეები [6]
სხვა... [4]

მინი-ჩეთი

ჯგუფი პომადა❤

SHARE ♥

შესვლის ფორმა

მთავარი » 2012 » ივლისი » 30 » სალის ინტრევიუ )
12:45
სალის ინტრევიუ )
გადაემის - "თქვენი შოუ" მომხიბვლელ მსახიობს, სალიტა ჩუბინიძეს 

მოსწონს, როცა ფოტოებს მოულოდნელად უღებენ. როგორც თავად 

ამბობს, არასდროს იპრანჭება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი 

თაყვანისმცემელი ჰყავდა და ჰყავს. თუ რას შეცვლიდა სალიტა საკუთარ 

გარეგნობაში და გაბედავს თუ არა პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტს, ამას 

მისი ინტერვიუდან შეიტყობთ...

- როგორი ბავშვი იყავი?- როგორც ყველა 

პატარა, ალბათ მეც საყვარელი ბავშვი გახლდით. საჩხერეში დავიბადე 

გავიზარდე. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. სახლში ვერ 

მაჩერებდნენ, გამუდმებით მეზობლის ბავშვებთან, სათამაშოდ გავრბოდი. 

ფაქტობრივად, მეზობლების გაზრდილი ვარ და თითოეული მათგანი 

ძალიან მიყვარს. მამა ხშირად მეხუმრებოდა, - შენ ჩემი შვილი არ ხარ, 

გვარი უნდა შეგიცვალო, რადგანაც უმეტეს დროს სამეზობლოში 

ატარებო.- მითხარი, რომ ბავშვობის დროინდელი ეს ფოტოსურათი 

ძალიან გიყვარს....- (მაწყვეტინებს) აქ ჩემი ბავშვობის დროინდელი მავნე 

ჩვევაა ასახული. ამ ფოტოზე დაახლოებით, სამი წლის ვარ და როგორც 

ხედავთ, თითი პირში მაქვს ჩადებული. მახსოვს, ძილის წინ თითს პირში 

ვიდებდი, მეორე ხელით კი პიჟამას ქსოვილს "ვაწვალებდი" და ისე ვი

ძინებდი ხოლმე. ეს მავნე ჩვევა მე-7 კლასამდე მქონდა, რის გამოც არა 

მარტო მშობლები, არამედ ნათესავებიც ძალიან ღელავდნენ; რა არ 

გააკეთეს, ეს მავნე ჩვევა რომ დამევიწყებინა, მაგრამ... ერთხელ წიწაკაც 

კი წამისვეს და მართალია, ძალიან გავმწარდი, მაგრამ მეორე დღეს იგივე 

გავიმეორე. მერე მამამ მითხრა: მაგიდასთან, ჩემ გვერდით ძალიან 

ლამაზი და მოხდენილი გოგო იჯდა, მაგრამ მას შენსავით, ცუდი ჩვევა 

ჰქონდა - თითს პირში იდებდა, რაც საზიზღარი სანახავი იყოო. ამის 

შემდეგ ვცდილობდი, აღარ გამეკეთებინა და თანდათან გადავეჩვიე 

კიდეც.

- ამ სურათში ისეთი გამომეტყველება გაქვს, თითქოს ძალიან 

გაბრაზებული ხარ.- 

მ ფოტოსურათის გადასაღებად ბებომ წამიყვანა. 

ფოტოგრაფი მეუბნებოდა, - გაჩერდი და ჩიტი გამოფრინდებაო. ჰოდა, 

ველოდებოდი ამ ჩიტს, მაგრამ რომ არ გამოჩნდა, ძალიან გავბრაზდი


-თანატოლებისგან რით გამოირჩეოდი?

- პრანჭია თუ იყავი?- არა, პრანჭია 

არასდროს ვყოფილვარ. როცა სკოლაში ფოტოგრაფი უნდა მოსულიყო, 

მასწავლებელი წინასწარ გვაფრთხილებდა: ხვალ სურათი უნდა 

გადავიღოთ და გოგონები გაპრანჭულები მოდითო. სხვებისგან 

განსხვავებით, მე ჩაჩებით, ჯინსის ქურთუკით მივდიოდი ხოლმე. ჰოდა, 

მეუბნებოდნენ, - შენ გოგონების სიაში არ ხარ, ბიჭებთან ერთად 

დადექიო. მოკლედ, ჩემი ჩაცმულობის გამო გამუდმებით ბიჭების რიგში 

მიწევდა დგომა.- ბიჭებს თავს არ აწონებდი?- მიუხედავად იმისა, რომ 

ძალიან ბიჭური ვიყავი და არც ვიპრანჭებოდი, მაინც ბევრი 

თაყვანისმცემელი მყავდა (იცინის). - არც ახლა ეპრანჭები ვინმეს?- 

პრანჭვა ჩემთვის არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მაკიაჟი უნდა 

გაიკეთო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა და ა.შ. მთავარია, 

მხიარული, მოწესრიგებული იყო და ყველას მოეწონები. - შეყვარებული 

არ გყავს?- ჯერ - არა.- სცენა ბავშვობიდანვე გიზიდავდა?- არა, 

პირიქით - სცენაზე დგომა არ მიყვარდა. აი, ეს ფოტოსურათი ბაღის 

პერიოდშია გადაღებული. ბაღშიც და სკოლაშიც სულ სცენაზე მიწევდა 

ყოფნა, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი არ მომწონდა. ზეიმში მონაწილეობა 

რომ მიმეღო, მშობლები ათას რამეს მპირდებოდნენ, მერე რაღაცას მეც 

დავამატებდი და როცა სურვილს შემისრულებდნენ, მხოლოდ მაშინ 

ვმღეროდი. - სკოლის პერიოდში როგორ გამოიყურებოდი?- ეს ფოტო სკოლის პერიოდშია გადაღებული. ჩვენი სკოლა "კავეენში" 

მონაწილეობდა, რომელიც იმერეთის რეგიონის მასშტაბით ჩატარდა. 

სკოლის დირექტორმა გუნდის კაპიტნობა მე მომანდო. ჯგუფში სულ 10 

ბიჭი და 2 გოგო ვიყავით. მოკლედ, მონდომებით ვვარჯიშობდით და 

ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო - გავიმარჯვეთ. აი, ეს ფოტოსურათი, 

სადაც ჯარისკაცის ფორმა მაცვია და ხელში იარაღი მიჭირავს, სწორედ 

"კავეენზეა" გადაღებული. - ერთ-ერთ სურათზე ძაღლიცაა აღბეჭდილი... 

- ძაღლები ძალიან მიყვარს. ამ ფოტოზე დისშვილთან და ჩემს ძაღლთან 

ერთად ვარ. ადრე თბილისში მყავდა და ვუვლიდი, მაგრამ უკვე 

გაიზარდა, ბინაში მისი მოვლა ძნელი გახდა, ხშირად ვეღარ ვასეირნებდი 

და იძულებული გავხდი, საჩხერეში გამეშვა. სხვათა შორის, ჩემი ძაღლი 

ძალიან მენატრება ხოლმე.- როგორც ვიცი, "კავეენში" უნივერსიტეტში 

სწავლის პერიოდშიც მონაწილეობდი...- სკოლის დამთავრების შემდეგ 

უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლა 

მესამე კურსზე ვარ. სწავლის პარალელურად, "კავეენშიც" აქტიურად 

ვმონაწილეობდი და სწორედ ამის წყალობით მოვხვდი "თქვენს შოუში". 

აქ კარგი გარემოა, კარგი ხალხი შევიკრიბეთ და ძალიან მომწონს ის 

საქმეც, რასაც ვაკეთებ.- შენი სცენური და ყოველდღიური იმიჯი ერთ

მანეთისგან განსხვავდება?- რა თქმა უნდა! სცენაზე ქალურად მაცვია. 

უნდა გითხრათ, რომ ასეთი ჩაცმულობა ასაკს მმატებს. ყოველდღიურ 

ცხოვრებაში "ბათინკით", ჩაჩებითა და ჯინსით დავდივარ. - თმა 

შეღებილი გაქვს?- თმა არასდროს შემიღებავს - ბუნებრივად წაბლისფერი 

თმა მაქვს და ძალიანაც მომწონს. უბრალოდ, ახლა მეგობარმა ალაგ-ალაგ 

გამიღიავა თმა და სულ ეგ არის, რაც მას შეღებილის იერს აძლევს.- 

წარბების კორექცია გაკეთებული გაქვს?- კი და სხვათა შორის, თავად 

გავიკეთე. არც კოსმეტოლოგთან დავდივარ - ჯერჯერობით სახის კანსაც 

დამოუკიდებლად ვუვლი, მაგრამ როგორც ვატყობ, ცოტა ხანში 

სპეციალისტთან ვიზიტიც მომიწევს: გადაღებების დროს სასცენო მაკიაჟს 

მიკეთებენ, ეს კი მოგეხსენებათ, სახის კანზე ცუდად მოქმედებს. - 

მაკიაჟის გაკეთება გეხერხება?- ჩემი და დიზაინერი, მხატვარი და 

მოცეკვავეა. ჰოდა, მთელი ბავშვობა იმას ვუყურებდი, თუ როგორ 

იკეთებდა მაკიაჟს, როგორ იპრანჭებოდა და ცხადია, მისგან რაღაცები მეც 

ვისწავლე. აი, ამ ფოტოზე დასთან ერთად ვარ. აქ 13 წლის გახლავართ, 

ჩემი და კი აბიტურიენტი იყო და როგორც ხედავთ, წინ წიგნები უწყვია.- 

აქსესუარები გიყვარს?- მიყვარს ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამებიც, 

ოღონდ - თინეიჯერული. კლასიკურ სამკაულებს ჯერჯერობით ვერ 

ვეგუები... ყური საკმაოდ გვიან, 4 წლის წინ გავიხვრიტე, მანამდე ვერ 

ვბედავდი.- გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია?- მიფიქრია, 

მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არაფერსაც არ შევიცვლი! მომწონს ჩემი 

"ბუშტა" ცხვირი და მის გალამაზებას არ ვაპირებ. თან დიდი ხნის წინ 

მივხვდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ისეთად უნდა დარჩე, როგორიც 

ღმერთმა გაგაჩინა. ბუნებრიობა ყველაზე დიდი სილამაზეა
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1357 | დაამატა: -ანო♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 mari  
0
sali dzalian sayvareli da lamazi xar dzalian ketili xar miyvarxar dzalian vgijdebi shenze dzalian miyvarxar <3 <3

2 marita busu  
0
salita dzalian miyvarxar bevri ramit vgavart ertmanets

1 nuca  
0
:*

სახელი *:
Email *:
კოდი *:
მინი პროფილი
ხუთშაბათი
02.05.2024
09:14

შემოხვედით როგორც: სტუმარი
IP მისამართი: 3.14.80.45
ჯგუფი: სტუმრები
პირადი შეტყობინება:



რომელი??
თქვენი შოუდან ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 3848

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz