საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სურათები [2]
ვიდეოები [2]
სიახლეები [6]
სხვა... [4]

მინი-ჩეთი

ჯგუფი პომადა❤

SHARE ♥

შესვლის ფორმა

მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » >> სალიტას ახალი ინტერვიუ <<
21:19
>> სალიტას ახალი ინტერვიუ <<
რამდენიმე თვეა, რაც ტელეეკრანზე იუმორისტების ახალი წყვილი გამოჩნდა. პრეზიდენტის პაროდიით ცნობილი გიორგი აფციაური და მომხიბვლელი გოგონა სალომე (სალიტა) ჩუბინიძე. მათ ერთად გამოჩენას, რა თქმა უნდა, მალე აჰყვა ჭორები და ვარაუდები, ერთმანეთთან რამე "ისეთი" ხომ არ აკავშირებთო. "სარკემ" მათთან შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად ესეც გაარკვია. დასაწყისისთვის კი გაცნობებთ, რომ გიორგი აფციაური შეყვარებ
ულია. 
– გიორგი, როგორ მოხვდა სალომე "თქვენს შოუში", რატომ გადაწყვიტეთ, რომ პარტნიორი გოგო გყოლოდათ? 
გიორგი: ჯიპა–ში მენეჯმენტზე ვსწავლობდი. სადიპლომო პროექტს ვაკეთებდი და სტუდენტების შერჩევა დავიწყე. როცა "სხვა კონცერტი" გავაკეთე, რამდენიმე სტუდენტი შევარჩიე. "თქვენი შოუს" გაკეთება რომ დავიწყე, კიდევ რამდენიმე ადამიანი გამახსენდა, რომლებსაც ნიჭიერებად მივიჩნევდი. მოკლედ, სალიტას ასე დავურეკე. 
სალომე: წელიწადნახევრის წინ უნივერსიტეტში "კავეენი" ტარდებოდა, მე, ნათია და ბიჭები გამოვდიოდით, გიორგი ამ დროს ჟიურიში იჯდა. 
გიორგი: მაშინ სალომემ რაღაც წაიმღერა. მერე ბიჭებს ვკითხე, სად არის–მეთქი და მოვძებნე. მის არჩევაში არც შევმცდარვარ. 
სალომე: როცა დამირეკა, გიორგის ზარით იმდენად დავიბენი, მადლობა და ბოდიში ერთად ვუთხარი. დღემდე დამცინის ამაზე.
– გიორგი, მოკლედ სალომე თქვენი აღმოჩენაა. 

გიორგი: თავისი თავის აღმოჩენაა. ადრე თუ გვიან მას ვიღაც იპოვიდა. 

სალომე: გიორგი ყველას ძალიან გვეხმარება ჩვენი თავის წარმოჩენაში. ძალიან ემოციური ვარ, თავიდან, როცა აქ მოვედი, შეშინებული და მორცხვი ვიყავი, უფრო მორცხვი, ვიდრე ახლა ვარ. 

გიორგი: ძალიან მორცხვი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც მე ვიყავი, როცა ტელევიზიაში პირველად მოვედი. პირველად ეთერში რომ გამოვედი, ხალხისაც მრცხვენოდა, კამერებისაც და განათებისაც კი. 
სალომე: საზოგადოებისგან საერთოდ არ ველოდი იმ რეაქციას, რაც ჩემს ეკრანზე გამოჩენას მოჰყვა. ხალხმა ძალიან კარგად მიიღო ყველაფერი. აქ იმდენად მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, მათ მალე შევეჩვიე, გავიხსენი. 

გიორგი: არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ნიჭი და არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ნიჭი და ამავე დროს ხალხში დადებით რეაქციას იწვევენ. რაც უნდა ბევრი იშრომო, თუ ხალხმა არ მიგიღო, პოპულარული ვერ გახდები. ალბათ ვინც კი არსებობს პოპულარული და წარმატებული ადამიანი და ვინც უყვართ, მათ საზოგადოება ქმნის. სალიტა მომხიბვლელია, ნიჭიერია და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეკრანიდან მისი უბრალოება ძალიან კარგად ჩანს. 
– გიორგი, ასეთი მორცხვი ახალი იუმორისტი როგორ მოიშინაურეთ თქვენს გუნდში? 
გიორგი: სალიტა მხოლოდ იუმორისტი არ არის, მას კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს და, სხვათა შორის, ძალიან კარგად აითვისა წამყვანობაც. ეს ადვილი არ არის. მეც მიჭირდა და საერთოდ თავიდან ეს ყველას უჭირს. მომღერალი შეიძლება იუმორისტი იყოს, მაგრამ როგორც კი წამყვანი გახდება, შეიძლება ხალხმა კარგად არ მიიღოს. კონკრეტულად სალიტას რაც შეეხება, უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ჩანს. 
– სალომე, მუსიკალური განათლება გაქვთ? 
სალომე: არა, მუსიკალური განათლება არ მაქვს. ვოკალის პედაგოგთან არასდროს მივლია, ახლა დავიწყე სიარული და მიხარია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ეკრანზე ჩანხარ და მღერი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომღერლობის პრეტენზია გაქვს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებ, კარგი იყოს. დედას არაჩვეულებრივი სმენა აქვს, მამას კი – ხმა. ჩემი და ხელოვანია, მხატვარი, დიზაინერი, მოცეკვავე, მომღერალი, ყველაფერია. მე ხელოვნებათმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ერთი სიტყვით, ჩემს ოჯახში ხელოვნების მოყვარულები არიან. 
გიორგი: მამაჩემი კაცი პოლიტიკოსების პაროდიას აკეთებს, დედაჩემი კი – ქალი პოლიტიკოსების... კარგი, ეგრე ნუ მიყურებთ! რა თქმა უნდა, ვხუმრობ. 
– თავიდან "თქვენი შოუ" ორ ბიჭს, ამიკოს და ფაქოს მიჰყავდათ. რატომ გადაწყვიტეთ, წამყვანი გოგო ყოფილიყო?
გიორგი: გადაწყვეტილებებს გუნდურად ვიღებთ. სალიტაზე არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ის მაყურებლისთვის უკვე იყო საყვარელი, სანამ წამყვანი გახდებოდა. ამას გარდა, იუმორისტულ გადაცემაში გოგო და ბიჭი წამყვანი იშვიათადაა ხოლმე. 
– ამიკომ და ფაქომ არ გაამართლეს? 
გიორგი: ბევრს ეგონა, რომ ამიკო და ფაქო გავუშვით და ჩვენ მოვედით. სიმართლე რომ გითხრათ, არც ველოდი, ოდესმე გადაცემის წაყვანა თუ მომიწევდა. მე პროექტის ხელმძღვანელი ვარ. ამიკო და ფაქო "კომედი გრუპის" ნაწილი იყვნენ. "თქვენი შოუ" ჩვენს მეგობარ გუნდს, "კომედი გრუპს" გამოეყო, ამიკო და ფაქო კი იქ დარჩნენ. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. 
– სალომე, როგორია გიორგი მუშაობის დროს? 
სალომე: ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს, მძიმე სამუშაო საკუთარ თავზე აიღოს და საქმეს გიმარტივებს. 
– რა შეიძლება ამ საქმეში ყველაზე მძიმე სამუშაოდ ჩაითვალოს? 
სალომე: იმ ყველაფრის მოფიქრება და გაკეთება, რასაც შემდგომში ვამბობთ და ვაკეთებთ. 
გიორგი: ბიჭების ასეთი შრომა, სცენარების ასე მოფიქრება ბევრს ვერ წარმოედგინა და მიხარია, რომ დღეს ამ გადაცემას ახალგაზრდა გუნდი აკეთებს. რომ გითხრათ, მარტო ვზივარ და "თქვენს შოუს" მარტო ვწერ–მეთქი, ზღაპარია, ამ ყველაფერს გუნდურად ვაკეთებთ. რომ არა ეს ბიჭები, მე ვერაფერს გავაკეთებდი. 
– სალომესთან მუშაობა როგორია? 
გიორგი: იდეალური. მეგობრები ვართ, ერთმანეთს საქმეში კარგად ვუგებთ. რასაც მეუბნება, ვუჯერებ და რასაც ვეუბნები, მიჯერებს. 
– ეთერში ხშირად კინკალობთ ხოლმე. 
გიორგი: ეს გადაცემის ფორმატია, თორემ საკინკლაო რა გვაქვს! 
– გიორგი, სალომე ღიპზე რომ გეხუმრებათ, არ გწყინთ? 
გიორგი: ეს ხუმრობა ჩემი მოფიქრებულია. სალიტას ხუმრობა სტიმულს მაძლევს, რომ გავხდე. 
სალომე: გიორგი ასეც სიმპათიურია, მაგრამ ძველი, გამხდარი გიორგი რომ მახსენდება, ის უფრო სიმპათიური იყო. 
– სამაგიეროდ, სალომეს მის მშობლიურ საჩხერეზე ეხუმრებით ხოლმე. 
გიორგი: სალიტაც მეხუმრება ლოტკინზე, მე ხომ ლოტკინელი ვარ. 
სალომე: მაგრამ მე ვამაყობ იმით, რომ იქ გავიზარდე. საჩხერე ჩემთვის საამაყოა. 
გიორგი: სალიტას რომ სწყინდეს ან ეს ხუმრობა უარყოფით რეაქციას იწვევდეს საჩხერეში, ამას არ გავაკეთებდით, ისევე როგორც არ სწყინთ ლოტკინზე ხუმრობა. ბევრჯერ მიხუმრია ჩემს უბანზე. 
– ამ შოუმ დაგამეგობრათ? 
სალომე: ერთი ოჯახი გავხდით. სახლში მივდივართ, ვიძინებთ და მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთთან გვაქვს ურთიერთობა. როგორც წესი, ეს დიდი მეგობრობის საფუძველია ხოლმე. თავიდან გიორგი ძალიან მკაცრი და მომთხოვნი მეგონა. ვფიქრობდი, მასთან ურთიერთობა რთული იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია და მასთან მუშაობა სასიამოვნოა. 
– გიორგი, ასე აშინებთ ხალხს? 
გიორგი: არავის ვაშინებ, არადა ბევრს ჰგონია ასე. რამდენიმე ადამიანმა ახლოს რომ გამიცნო, მითხრა, თავიდან საშიში გვეგონეო. ხშირად სერიოზული დავდივარ, როცა სამსახურის რაღაცეებზე ვფიქრობ. 
– სამსახურის შემდეგ სადმე ერთად დადიხართ? 
გიორგი: ყველანი ერთად დავდივართ გასართობად. ექსკურსიაზე ვიყავით, კორპორატიული ქეიფი გვქონდა. 
სალომე: გიორგის ბუნება ძალიან უყვარს, ისევე, როგორც მე. გიორგი მთის შვილია და სხვანაირად არც შეიძლება. 
– რაც თქვენი ტანდემი ეკრანზე გამოჩნდა, ალბათ ჭორებმაც მოაღწია თქვენს ყურამდე. 
გიორგი: კი, როგორ არა. თან კვირაში ერთხელ ეკრანზე ერთად გვხედავენ. 
სალომე: ლაპარაკი ჩვენი ერთად გამოჩენისთანავე დაიწყო, მაგრამ ჩვენ ამაზე გვეცინება. 
– სინამდვილეში რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, არის სასიამოვნო სიახლეები? 
გიორგი: ერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელთანაც ისეთი ურთიერთობა მაქვს, ადრე სხვასთან რომ არ მქონია. 
– ანუ გამოდის, რომ შეყვარებული ხართ? 
გიორგი: კი. 
– ამასთან დაკავშირებით სამომავლოდ გაქვთ გეგმები? 
გიორგი: მე კი მაქვს. 
– თქვენს სფეროშია ეს გოგონა? 
გიორგი: არა. 
– სალომე, თქვენ თუ მოგწონთ ვინმე? 
სალომე: ზოგადად საინტერესო ადამიანები მომწონს. 
გიორგი: ღიპიანები რომ მოსწონდეს, ალბათ აქამდე შევუყვარდებოდი.
 
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1380 | დაამატა: -ანო♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მინი პროფილი
ხუთშაბათი
02.05.2024
16:33

შემოხვედით როგორც: სტუმარი
IP მისამართი: 3.141.24.134
ჯგუფი: სტუმრები
პირადი შეტყობინება:



რომელი??
თქვენი შოუდან ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 3848

კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz