საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სურათები [2]
ვიდეოები [2]
სიახლეები [6]
სხვა... [4]

მინი-ჩეთი

ჯგუფი პომადა❤

SHARE ♥

შესვლის ფორმა

მთავარი » 2012 » ივნისი » 2 » თქვენი შოუს მონაწილეები
22:26
თქვენი შოუს მონაწილეები

მაჩვი, 20 წლის.

ზედმეტსახელი - ირაკლი მაჩიტიძე. (უი შემეშალა, პირიქით :)) )

 

მაჩვი სწავლობს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე და მესამეზეც გადავიდა უკვე. უკვე დიდი ბიჭია!

 

შემოქმედება:

მაჩვი არის თსუ-ს მან-სან-კანის ნაკრების წევრი, საქართველოს ჩემპიონი, თსუ-ს შიდა ჩემპიონატის გამარჯვებული. ასევე ,,სხვა კონცერტის" მსახიობი იყო.

 

ჰობი:

იცით რა არის მაჩვის ჰობი?

ჰობი კი არა და თითქმის მეორე პროფესია, (უი, კიდე შემეშალა, მესამე პროფესია),

კლასიკური მუსიკა! (დიახ, მეც მასეთი რეაქცია მქონდა :)  )

 

მან ზესტაფონში დაამთავრა პიანინოს შვიდწლედი... (ვოტ!)

 

მაჩვს ზედმეტად სიამოვნებს ბახის შემოქმედება, ამიტომ ყველაზე ხშირად მის ნაწარმოებებს ასრულებს.

ისე უკრავს შალახოსაც (ამას სამშობლოს სიყვარული მოითხოვს ).

 თუმცა არ უყვარს შალახოს შესრულება. უკრავს როცა სთხოვენ (მე არ გთხოვ მაჩვი ).

 

ასევე ზედმეტად არ უყვარს უსამართლობა და როგორც გამაფრთხილა,

ჭედავს ხოლმე!

 (ანუ ბრაზდება! მე ყველაფერი ,,ჩესნად" დავწერე მაჩვი! არ გამიჭედო! )

 

კიდე ჭედავს მუსიკაზე:BEATLES, QUEEN (ანუ უყვარს!)

ჭედავს გოგოებზე, რომლებსაც არ ესმით ხუმრობა და არ იღიმიან. (ანუ არ უყვარს!)

როგორც მივხვდი, მაჩვი ყველა სხვა პროფესიასთან შეთავსებით მჭედელიც არის! ;)))

 

მოსწონს მხიარული (დოზით მხიარული - მაჩვის შესწორება) გოგოები. თმის და თვალების ფერს არ აქვს მნიშნელობა (მთავარია შინაგანი სამყარო და ბუნ. წიაღი :)

 

ხასიათი:

მხიარული (რატომღაც რომ არ მიკვირს :)))

ისე ამბობენ, რომ მაჩვი გიჟია (ვინ არის დალაგებული ჩვენს დროში ნეტა? მე არა :))))

კიდევ არის ძალიან სხარტი–ო (იმერელია და სხვანაირად როგორ :)

ნიჭერიაო და იცის სიამოვნება რისგან მიიღოსო (ხო ვთქვი რომ იმერელიათქო და...:)

მაჩვი თუ ცუდ ხასიათზეა, არ იმჩნევს, რადგან არ უდნა სხვას გადასდოს თავის ცუდი განწყობა(საყვარელი

 

ხშირად არაადეკვატურიც არისო! (ნუ იმერელიაა... რა ვერ გაიგეთ)

 

კიდევ იცით რა უყვარს მაჩვს?

ლობიო, შემწვარი კარტოფილი ტყემლით, ყველი იმერული (პრინციპში სხვა ყველის არსებობას არც სცნობს). ლობიო მჭადით, ტყემლით, ხმელი  ყველით, მჟავე პომიდვრით! (წავედი მე, შევჭამ და დავბრუნდები)

 

იცით რატომ არის მაჩვი მხიარული? მხიარული ბავშვობა ჰქონდა ზესტაფონში.

ენატრება უშუქობის პერიოდი (ხოო,მეც მასეთი რეაქცია მქონდა). ისე თვითონაც აღიარებს რომ აბსურდული ნათქვამია! მოკლედ ენატრება ზესტაფონი!!!! (ზესტაააფონოოო!....)

 

ირაკლი არის კოლორადოელი ჯიმის როკ ენ როლშიკი ძმა ! (აბაააა!!!!)

ჯიმის დახასიათებით მაჩვი არის - იდიოტი გენია როკ ენ როლის სულის პატრონი!

(იმერელიათქო, ვაა! თან მჭედელი იმერელი  :))))

 





გიორგი მარშანია, 23 წლის.

ზედმეტსახელი - მარშანია, ყველა ასე ეძახის. (ძალიან გვიან გავიგე მეც რომ გიორგი ერქვა, ისიც შემთხვევით =)))

მარშანია არის დრამისა და კინოს მსახიობი! (არტისტია, აპააა...  აი ასეთი სერიოზული და საინტერესო პროფესია აქვს!)

 

შემოქმედება:

მარშანიას შემოქმედებითი აღმართზე ვლა, ანუ აღმავლა ბევრი წლის წინ ბორჯომში დაწყებულა, თეატრალურ ფესტივალზე აუღია პრიზი "ფესტივალის აღმოჩენა”! (გიო, განძის მაძიებლები იყვვნენ ჟიურიში ეტყობა და მიტომ აღმოგაჩნეს და გაგამარჯვებინეს :)))))) )

 

 შემდეგ შემთხვევით მოხვდა ტელეკომპანია "202”-ში (ჰააჰ, გახსოვთ ეგ ტელევიზია? მე ბუნდოვნად)

სადაც წერდა სერიალ "მუსკულების” სცენარს.. (აუუ, ვის გახსოვთ ეგ სერიალი? მაგ სერიალში მარშანია ყარამან ყანთელის როლსაც ასრულებდა მგონი )

 

როგორც გლდანის მეექვსე მიკროდან უცებ აღმოჩნდა ადამიანებთან რომლებსაც რადიოთი და ტელევიზიით აღმერთებდა (ოჰ, უდაბნოდან ცივილიზაციაში მოხვედრა, ხუმრობთ რამხელა კონტრასტია? :)

 

თქვენ წარმოიდგინეთ თეატრისთვისაც იცლიდა,  მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლში. ასევე მუშაობდა კომპანია "ფორმულა კრეატივში” სხვადასხვა სერიალზე.. ბოლოს წერდა სერიალ "კლინიკას” თუმცა ეს სულაც არ იყო იუმორისტული სერიალი. (იმიტომაც დაიხურა! =))) გიო ისე როგორ აპირებდა ეგ სერიალი დამთავრებას ხომ არ იცი? ვუყურებდი და ცუდად გაწყდა L )

 

 ჰოდა ამ გაწამაწიაში დაუმეგობრდა აფციაურს და მის სადიპლომო ნამუშევარში "სხვა კონცერტი” მიიღო მონაწილეობა. (აი... იცით რომელია? მუშების ბრიგადირი რომ იყო და სოფო ხალვაშს პადტანცოვკას რო უკეთებდა =)

 

ამ ყველაფრის მიღმა, მარშანიას ძალიან უყვარს ძილი, მაგრამ სულ გამოუძინებელი დადის.

უყვარს ჭამა მაგრამ სულ მშიერი დადის (ეტყობა წონაზე :)

 ძალიან მიყვარს მულტფილმები და სულ ოცნებებში დაფრინავს :)

 

(მარშანიას ჩანართი - მულტფილმზე გამახსენდა და ძალიან კარგი სრულმეტრაჟიანი მულტფილმის პროექტი მაქვს და თუ ვინმეს აქვს 50 000 - 150 000 ლარი ან დოლარი შეუძლია დამირეკოს )

 

 ,,ძალიან არ მომწონს გამხდარი რომ ვარო" - ამბობს გიორგი, არადა გიხდება გიო :)))

 

 ვერ ვიტან როცა მაღვიძებენო. განსაკუთრებით როცა ბებიაჩემი მაღვიძებსო იმიტომ რომ ეგრე საშინლად არავინ არავის აღვიძებს. (ფაქტიურად ოჯახური ძალადობის მსხვერპლია:))))

 

 მოსწონს როცა მაქვს წვერი და დიდი თმა (წვერი მეც მომწონს, თან ძალიან! წვერიან-ბლანჟიანი მარშანია ფორევერ! :):)

 

 ძალიან უყვარს ველოსიპედით სეირნობა და სიარული და საერთოდ თვითონ ველოსიპედი უყვარს ძალიან (ბათუმის ბულვარშია შენი და ჩემი ადგილი : )

 

ყვარებია კარგი მუსიკა! აპააა... (გიო მულტფილმი უფრო გიყვარს თუ მუსიკა? :))

 

გულშემატკივრობს საფეხბურთო გუნდ ბარსელონას, ბავშვობიდან!  (რა იპოვეს ამ ფეხბურთშ ამ კაცებმა ვერ ვხვდები რა!)

 

მარშანიას მოსწონს გოგოები, (უფ, მომეშვა გულზე :))  ოღონ განსაკუთრებული კრიტერიუმები არ აქვს..  მთავარია მოეწონოს ! (ხოდა რა უნდა მოგეწონოს? ხელ-მკლავ-ფეხ-ცხვირი თუ ხასიათი და ბუნ. წიაღი? :))

 

მოკლედ მარშანია კაი ბიჭია! აი ისეთი ტკბილი :)) მარშანია ფორევერ! 

 






ალექსანდრე ძაგნიძე30 წლის (კაი შენახულია ისე ასაკთან შედარებით :)

ზედმეტსახელი - ალექსი (ფაქტიურად ზედმეტსახელია რა )

 

დაიბადა გლეხის ოჯახში!

ძაგანიძეები დიდი თავადები იყვნენ! ნუ ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე სჯერა.

სინამდვილეში მისი გვარი არსად, არავის,  არცერთ ისტორიკოსს, არც მოღალატედ და არც გმირად არ მოუხსენებია! (გამოდის რომ ამ გვარს წყაროებში პირველად მე ვიხსენიებ, ანუ ძაგანიძეების კარის მემატიანე ვარ :)))

 

ალქესი დაიბადა! და როგორც თვითონ აღნიშნავს, სწორედ მაშინ   მიხვდა, რომ კომბოსტოსა და წეროს ბაზარი ,,ტრუხა" ყოფილა!

გაუმართლა და დედის ერთაა (ჯერ კიდევ გასარკვევია გაუმართლა თუ არა)

არ ჰყავს მოზიარე! (ნეტა ასეთ რა ქონებას უტოვებენ მოზიარეს რომ დარდობს)

 

დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი. წარჩინბებით ვერა, მარა დაამთავრა!

ასევე დამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. ნუ ესეც დაამთავრა რა! ყოველ შემთხვევაში დიპლომი დამადლებით, მაგრამ მაინც გაატანეს!

 

შემოქმედება:

მან-სან-კანს სკოლიდან თამაშობს (ბავშვობიდან კოჭებში  ეტყობოდა რომ კაი იუმორი ჰქონდა). ასევე თამაშობდა ლიცეუმის, ინსტიტუტის გუნდში, ასევე თსუ-ს გუნდში!

 

ჰობი:

ისე ალექსი ბავშვობიდან მომღერლის სოლო კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ სმენა და ხმა არ აღმოაჩნდა! პირველივე მოხვედრილი პომიდვირს შემდეგ მიხვდა, რომ მისი ადგილი პოდიუმი იყო!

ალექსი ფეხბურთსაც თამაშობდა - 9 წელი, თუმცა მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ მისი მოწოდება პოდიუმი იყო თავი დაანება სპორტს!

 

გოგოები:

ალექსის უყვარს ქერა თმიანი გოგოები (მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოვხატე ჩემი აღშფოთება ტერმინით ,,რა დაგიშავეთ შავთმაინებმა"-თქო, დაამატა, რომ მოსწონს შავთმიანებიც!)

ხო, მელოტი გოგოები არ მოსწონს (რა დაგიშავეთ ან ამ მელოტებმა?)

არ ევასება ჩარჩოში მოქცეული გოგოები (ნუ ორ-მანქანა-იარაღიან-ბიჭებს რო დაგაყენებს ეგეთიო). მოსწონს თავისუფალი გოგოები - ნუ ,,ტრუბაზე" მოცეკვავე არ უნდა იყოს, ოღონდ, ეგეთიც არა-ო! (ჩემს ტრუბას რაღას ერჩი? რა ცუდად ვცეკვავ?)

კიდე უყვარს ლეღვის მურავა (განსაკუთრებით ქერა გოგოს უხდება :)))).

არ უყვარს ბარსელონა და ხახვი (ხახვს  რას ერჩი!)

კიდე იცით რა უყვარს? კაკის ნაყიდი კოკა კოლა! კაკის კოლას სულ სხვა გემო აქვს!

 

ალექსი ძალიან მაგარი ხასიათის ადამიანია! (სხვისგან გამიგია რო ეგეთი ვარო, ამბობს).

უანგაროდ უყვარს სულ ხალხი! (აბა 1 ბოთლი კოკა კოლა რა სახსენებელია!)

კონტროლიერები გიჟდებიან ალექსიზე და ალექსიც გიჟდება მათზე, სანამ ავოტბუსშ ავლენ! (უყიდეთ ერთი მეტრომანი ამ ბიჭს რა!)

 

ალექსი არის პერმანენტული (?????????????)  

ხალხმრავლობას - მიტინგებს და დისკოტეკებს ვერ იტანს! (ტიტველ ქალებსაც ვერ იტანს, წამოცდა).

 

კიდე იცით რას ვერ იტანს? ისტორიებს, რომელბიც ასე იწყება: ,,75-ში მე და გელა ჩელიაბინსკიდან რომ მოვდიოდით მატარებლით"...

 

რატომ ალექს! იცი რა კაი იყო მე და ჩემი დაქალები 37 მანეთად რომ დავფრინავდით მოსკოვში"... ეჰ, შენ მაშინ კიდე ტრუსიკით დარბოდი =))))

 




სალომე (სალიტა) ჩუბინიძე

20 წლის

სწავლობს თსუ-ში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე (ალბათ ხუმრობის სპეციალობაზე :)) 

 

როგორ მოხვდა თქვენ შოუში? შემთხვავით :) მას თსუ-ს მან-სან-კანზე სთხოვეს, რომ გამოსულიყო. მაშინ შენიშნა აფციაურის მახვილმა თვალმა და შოუში მიიწვია (ვაღიარებ რომ ფანტასიური თვალი და მხედველობა აქვს აფციკას :) .

 

სალიტა გამოირჩევა ლამაზი ხმის ტემბრით და ლამაზი თვალებით (ისე ვის რომელი უფრო მოგწონთ? ხმა VS თვალები)

მღერის ბავშვობიდან.  უყვარს როკი, თუმცა სულიკოსაც მღერის. გიჟდება აეროსიმტზე (მე სხვა ტაილერი მირჩევნია, სტივი არა :))

ისე უსმენს ყველა ჟანრს... (გოიმюრებსაც ? : )

 

არ უნდა გაგიკვირდეთ და სალიტა ხუმრობის გარეშეც მღერის ხოლმე, ანუ მომრერალია. ჯილდოებიც ჰქონია, ბევრი თან. 15 წლის იყო, როდესაც აიყვანეს როკ-ჯგუფში სოლისტად. (არადა ერთი შეხედვით პატიოსანი გოგო ჩანს :))

წერს სიმღერებსაც, რომელსაც ასრულებს აბაზანაში, შხაპის დროს (სალიტას აბაზანაში  დასწრების მსურველებმა დამირეკეთ და ჩაეწერეთ წინასწარ. კი იცით ჩემი ნომერი J შოუს ჩაწერისგან განსხვავებით, ეს ფასიანია).

ჰობი – არ ქსოვს, ჭრა-კერვას ვერ იტანს, არც ნამცხვრებს აცხობს.  სპორტული გოგოა, უყვარს ველოსიპედი, როლიკები. მრავალფეროვნების მოყვარულია.

 

ბიჭები:

პრინცუნიები არ უყვარს (კაკი გამოირიცხა)

მთავარია განათლებული იყოს!

სიპმატიურები მოსწონს,ლამაზები არა! (პაუნას გაუჩნდა შანსი)

 

უზრდელი არ უნდა იყოს,

თეთრი მანქანით იყოს, სჯობს, ვიდრე ცხენით (უბრალოდ ცხენი არაკომფპორტულა).

თვითდაჯერებული იდიოტები არ უყვარს (აუ, რამდენმა დაკარგა სალიტას გულის მოგების შანსი :))

 

 

სალიტას გაბრაზება არც ისე მარტივი ყოდილა: ,,დანაც რიომ დამარტყან, მაინც მივუტევებ!" – ამბობს იგი (უფრო მძიმე იარაღი სცადეთ)

იშვიათად ხდება, რომ ვინმემ გული ატკინოს.

 

ყველანი ძალიან უყვარს სალიტას, ყველა მისი გულშემატკივარი და მეგობარი და მეც.

სალიტაზე ჭორები დადის, თურმე საჩხერეში ივანიშვილის ვახშამზე მღეროდაო (ფაქტიურად უკვე პოლიტიკური ამბავია) ამას ბოროტი ხმები (ანუ ვანიჩკა გუმბერიძე) ამბობენ. თორემ ისე ივანიშვილი 2ჯერ დასწრებია იმ ცონცერტს, სადაც სალიტა მღეროდა და ტაშიც კი დაუკრავს!. გეუბნებით პოლიტიკური ამბავიათქო!

 

სალიტა და საჩხერე - ეს ცალკე თემაა. სალიტა ამბობს:  ჩემი ყველაფერიაო!  თუ კაი რამეა ჩემში, ოჯახის და გარემოს დამსახურებააო! მოკლედ რა ვარსკვლავებს ზრდის საჩხერე რა :))))

 





ნათია ბადირეიშვილი, 20 აგვისტოს ხდება 20წლის :)))

ზედმეტსახელი - არ აქვს (უფრო სწორად არ ჰქონდა შოუმდე, ახლა ტესტი ჰქვია :) მაცალეთ, აგიხსნით რატომაც )

ნათია თსუ-ში სწავლობს და უკვე მესამე კურსზე გადავიდა. ახლა ჟურნალისტიკას უეფლება, თუმცა მაგისტრატურის ჯერი რომ მოვა, პიარის შესწავლას აპირებს. მოკლედ დიდი გოგო რომ გახდება, გადაწყვეტს რა გამოვიდეს :)

 

შემოქმედება:

ბიჭებისგან განსხვავებით ნათიას მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები მან-სან-კანი. წარმოიდგინეთ რა კარგად ითამაშა რომ პირდაპირ შოუში მოხვდა =))) კიდევ ერთი ნიჭიერი და თან ლამაზი :)

გარდა იმისა რომ ნათია ლამაზია, ნიჭიერიცაა: არის ყოფილი ბალერინა და მოცეკვავე, 2006 წლის ,,მისს ფერიას" კონკურსის გამარჯვებულია (მაინც დავწერე :))

 

ჰობი:

ნათია თურმე ცდილობს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და თავისუფალ დროს ვარჯიშს უთმობს. თუმცა იქვე აღნიშნა, ,,თუ არ მეზარებაო" და მე დავამატებ რომ თავისუფალი დრო სადღა აქვს. =))

ძალიან უყვარს ცურვა და ცურავს როცა აქვს დრო და არ ეზარება :)

ძალიან უყვარს ფსიქოლოგიური ლიტერატურა... (მდა...)

 

არის ზედმეტად რომანტიული (მისს ფერიაა და რა თქმა უნდა),

 ადვილად უჩუყდება გული (საყვარელი...)

არის ძალიან ემოციური (ცრემლებს მოვიწმინდავ და მოვალ.... ნაათ მიყვარხარ :*)

 

პრინცი თეთრ ცხენზე:

რაც შეეხება ბიჭებს, ძველი დროის რაინდები მოსწონს...  (პრინცი თეთრ რაშზე=)))

პროფესიას, თმის ფერს და ცხვირის სიგრძეს არ აქცევს ყურადღებას (მთავარია ცხენი ყავდეს თეთრი :).

უბრალოდ ეს ჩვენი პრინცი ავტობუსში მოხუცს ადგილს უნდა უთმობდეს, ბილეთს უნდა იღებდეს და ჯენტლმენი იყოს. (ისე საინტერესოა, პრინცები ავტობუსში ცხენით ადიან თუ გაჩერებაზე აბავენ? : )

 

არის მხიარული, თუმცა არც იმდენად როგორც ვჩანვარო, ამბობს. ანუ მხიარულია, მაგრამ თან რომანტიულად სევდიანი... პრინცს ელოდება და...

გართობით,  ფართებსა და დისკოტეკებზე არ დადის, უფრო მშვიდ გარემოში ყოფნა ურჩევნია...  (ხო გითხარით, ელოდებააა=))

 

ნათიას არ უყვარს შენიშვნების მიღება, ამიტომ ცდილობს ყველაფერი წინასწარ გაარკვიოს, სვამს უამრავ კითხვას, ტესტავს ხალხს და იტესტება თვითონაც, ხომ გითხარით, ტესტიათქო =)))

 

მეგობრები ამბობენ, რომ ძალიან საყვარელია ნათია, ხანდახან...

აი ხანდახან პირიქით J)))))))) განსაკუთრებით მაშინ, როცა ტესტავს.

ხო, კიდე ყველა იმას ამბობს რომ ნათია ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან პრანჭიაა... (ელოდება და...)

 

უკაცრავად, ეს თეთრი ცხენი ვინ მიაბა ხესსს? 

 





კაკი ჭანკურიძე,  21 წლის.

ზედმეტსახელი - კაკი :)

 

კაკი სწავლობს აგრარულ უნივერსიტეტში, კვების პროდუქტების ტექნოლოგიის განხრით.  წელს უნდა დაესრულებინა სწავლა, თუმცა 4 საგანი შეეტენა და 1 სემესტრი დაემატა. როგორც ყველა ქართველი, კაკიც  ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი :)

 

შემოქმედება:

კაკი  არის თსუ-ს მან-სან-კანის ნაკრების წევრი, საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის ფესტივალის გამარჯვებული, თსუ-ს შიდა ჩემპიონატის გამარჯვებული. ასევე მან-სან-კანის საქართველოს ნაკრებშიც მიიწვიეს. ალბათ გახსოვთ ,,სხვა კონცერტი", მისი ერთ-ერთი წამყვანი სწორედ კაკი იყო, პარუნასთან ერთად.

ხანდახან კაკი და პარუნა ერთ მთლიანობას წარმოადგენენ! ანუ განუყოფელები არიან, როგორც მეგობრები ცხადია! :)

 

ჰობი:

კაკის არ უყვარს სპორტი, თუმცა სპორტული ადამაინები უყვარს. ძალიან უყვარს ცეკვა!უყვარს ჭამა, მაგრამ არ სუქდება (ბედნიერი).

უსმენს მუსიკას, უყვარს ფილმების ყურება.

 

კაკი ფიქრობს, რომ ყველანაირი გოგო მიმზიდველია, განსაკუთრებით შავგვრემნები, თუმცა თეთრზეც არ იტყოდა უარს. (კაკიმ მთხოვა მიმეთითებინა, რომ ,,ნაშები" დაუკავშირდნენ ნომერზე 898 40 ** ** :) )

არ შეგიმჩნევიათ, რომ კაკი კომიქსის გმირს ჰგავს? ძალიან უყვარს ცანცარი. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, კუდი რომ ჰქონდეს, კისერზე შემოიხვევდა.

 

კიდევ  რა უყვარს კაკის?

ცანცარი უყვარს! თუ ეს უკვე ვთქვით:)

უყვარს ყველაფერი, რაც ბრწყინავს!

უყვარს რეპი და MP3!

 უყვარს კომპიუტერული თამაშები!

უყვარს ტვინის ბურღვა და სიგარეტის თხოვნა! უბრალოდ ყიდვა ავიწყდება ხოლმე :) სხვა 


არაფერი იფ

იქროთ :)


 





კატეგორია: სურათები | ნანახია: 3081 | დაამატა: -გვანცა♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
მინი პროფილი
ხუთშაბათი
02.05.2024
08:53

შემოხვედით როგორც: სტუმარი
IP მისამართი: 3.129.13.201
ჯგუფი: სტუმრები
პირადი შეტყობინება:



რომელი??
თქვენი შოუდან ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 3848

კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz